aPaW • ეფოუ

Home Page
Edit Content

Your pet story and pet care, all in one place!

Our customer support team is available on both email and phone.

ცხოველის პატრონის გვერდი

მომსახურების პროვაიდერის გვერდები

aPaW-ს შესახებ

რატომ aPaW
ყველაფერი ჩვენს შესახებ

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება გაერთიანებულ პლატფორმაზე ცხოველთა მოყვარულებისათვის და ცხოველების მომვლელთათვის.

ცხოველებისადმი ღრმა სიყვარულით, ჩვენ ვცდილობთ, რომ ცხოველებზე ზრუნვა უპრობლემო გავხადოთ. ჩვენი მისიაა შევქმნათ მოსახერხებელი ქსელი, რომელიც დააკავშირებს ცხოველების მფლობელებს სანდო სერვისის პროვაიდერებთან, რათა უზრუნველყონ ცხოველებისათვის დამსახურებული ზრუნვა მათი კუდების ქიცინისთვის და პატრონების ბედნიერებისთვის.

ჩვენი პლატფორმა აერთიანებს ბაზარზე არსებულ ცხოველების ყველა სანდო და ხარისხიან მომსახურებას, ხოლო ცხოველის მოყვარულებს აძლევს მარტივ გზას იპოვონ პასუხები მათ შიანურ ცხოველებთან დაკავშირებულ ყველა საჭიროებაზე. არ აქვს მნიშვნელობა ეძებთ გამსეირნებელს თუ ძიძას, რომელის იგივე სიყვარულით მოეპყრობა თქვენს ფუმფულა მეგობარს როგორც თქვენ, aPaW-სთან ერთად საიმედოდ ხართ.

ჩვენი მისია

aPaW-ში ჩვენი მისიაა ცხოველებისა და მათი მფლობელების ცხოვრების გაუმჯობესება უწყვეტი და საიმედო პლატფორმის მიწოდებით, რომელიც აკავშირებს ცხოველების მოყვარულებს სერვისის პროვაიდერებთან. ცხოველებისადმი ღრმა გატაცებით, ჩვენ ვუძღვნით ჩვენს თავს ცხოველებზე მოვლის გამოცდილების გამარტივებას, იმის უზრუნველსაყოფად, რომ თითოეული ცხოველი მიიღებს იმ ყურადღებასა და სიყვარულს, რომელსაც იმსახურებს. ჩვენი ვალდებულებაა შევქმნათ ძლიერი საზოგადოება, სადაც კუდების ქიცინია და ცხოველების პატრონებიც თავდაჯერებით აკმაყოფილებენ თავიანთი ფუმფულა მეგობრების საჭიროებებს, ხელს უწყობენ ჯანსაღ და სანუკვარ სამყაროს თავიანთ ოთხფეხა კომპანიონებს.

ჩვენი ხედვა

aPaW ითვალისწინებს სამყაროს, სადაც კავშირი ცხოველებსა და მათ პატრონებს შორის გაძლიერდება ხელმისაწვდომი, მაღალი ხარისხის ცხოველების მოვლის საშუალებით. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ ცხოველთა მოყვარულთათვის ხელმისაწვდომი პლატფორმა, რომელიც გთავაზობთ სანდო სერვისების ყოვლისმომცველ ქსელს ცხოველის კეთილდღეობის ყველა ასპექტის გათვალისწინებით. ცხოველთა მოვლის გამოცდილების მოხერხებულობის, ნდობისა და სიხარულის ხელშეწყობით, ჩვენ ვცდილობთ ინდუსტრიაში უნიკალურობის სტანდარტის დაარსებას. ინოვაციურობით და ცხოველების მიმართ გაზიარებული სიყვარულით, ჩვენ მივიღწვით გლობალური საზოგადოების შექმნაზე, რომელშიც ცხოველები ბედნიერდებიან, მათი კომპანიონები კი განიცდიან უდიდეს შვებას და სიმშვიდეს.

  • გლობალური ბრწინვალება
    გლობალური ინდუსტრიის სტანდარტების დაწესება, ცხოველთა მოვლის განსაკუთრებული სერვისი მიწოდება, რომელიც აღემატება მოლოდინს.
  • ინოვაცია
    ინოვაციები ცხოველების კეთილდღეობისთვის, ეფექტური გადაწყვეტილებები ცხოველებისა და მათი პატრონების ცხოვრების გასაუმჯობესებლად.
  • საზოგადოება
    ცხოველების მოყვარული გლიბალური საზოგადოება, რომელიც მხარს უჭერს საერთო გამოცდილებას და აკავშირებს ადამიანებსა და ცხოველებს.
  • სიმშვიდე
    მომხმარებელთა კმაყოფილების პრიორიტიზირება, სანდო ცხოველთა მოვლის სერვისების შეთავაზება სიმშვიდისა და ხელმისაწვდომობისთვის.
Scroll to Top