Support

თუ მე ვარ ცხოველების მოვლის სააგენტო, რომელიც ძიძობას უწევს რამდენიმე ცხოველს, აუცილებელია თუ არა დავარეგისტრირო თითოეული ცხოველი ერთსა და იმავე სააბონენტო საფასურით?

თითოეული ცხოველი სისტემაში რეგისტრირებულია, როგორც ინდივიდუალური სუბიექტი ნაგულისხმევი პარამეტრებით, მოგიწევთ დაამატოთ თითოეული ცხოველი უნიკალური ID-ით. თუ გსურთ, რომ ვუზრუნველყოთ თქვენი ორგანიზაციის რეგისტრაციის მხარდაჭერა და დავაყენოთ აქაუნთის პარამეტრები, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ info@itsapaw.com-ზე და ჩვენ განვიხილავთ შემდგომ ნაბიჯებს.

ხშირად დასმული შეკითხვები თუ მე ვარ მომვლელი და დარეგისტრირებული ვარ სისტემაში, არის თუ არა ლიმიტი იმ დავალებების რაოდენობაზე, რომელთა შესრულებაც შემიძლია?

არა, ტრანზაქციებზე შეზღუდვა არ არის. ყოველთვიური გამოწერა საშუალებას გაძლევთ განახორციელოთ ნებისმიერი რაოდენობის ტრანზაქცია მანამ, სანამ თქვენი გამოწერა მოქმედებს.

როგორც ცხოველის პატრონს, არის თუ არა ლიმიტი იმ სერვისების რაოდენობაზე, რომელთა მოთხოვნაც შემიძლია თვეში, როგორც ჩემი გამოწერის ნაწილი?

არა, მომსახურების მოთხოვნების შეზღუდვა არ არსებობს. ყოველთვიური გამოწერა საშუალებას გაძლევთ წამოაყენოთ ნებისმიერი რაოდენობის მოთხოვნა, სანამ თქვენი გამოწერა ძალაში რჩება.

როცა მჭირდება სერვისი და სისტემა გათიშულია, დამიბრუნდება თუ არა ამ თვის სააბონენტო გადასახადი?

სისტემას ზოგჯერ შეიძლება ჰქონდეს ხარვეზები და თანხის დაბრუნება არ მოხდება, თუ სისტემა რამდენიმე წუთით გათიშულია გარკვეული მიზეზების გამო, რომლებიც ჩვენს მიღმაა.

რა გარანტიას გვაძლევს სისტემა, რომ სერვის-პროვაიდერი შეასრულებს შეკვეთას და თუ ის არ შეასრულებს სერვისს, რას გააკეთებს ამასთან დაკავშირებით სისტემა?

სისტემა არ იძლევა გარანტიას პროვაიდერის სერვისზე და არის ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას აძლევს მფლობელს მიიღოს თავისი გადაწყვეტილებები პროვაიდერის შესახებ ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე, მათ შორის, სხვა მფლობელების წინა გამოცდილებიდან, შეფასებებისა და მიმოხილვებიდან.

თუ მე ვარ ცხოველის პატრონი და დაინტერესებული ვარ ასევე გარკვეული სერვისების მიწოდებაშიც, ცალკე უნდა დავრეგისტრირდე?

დიახ, თქვენ უნდა შეასრულოთ ორი განსხვავებული როლი და, შესაბამისად, ცალკე უნდა დარეგისტრირდეთ. შეიძლება დაგჭირდეთ სწორი როლის გამოყენება სერვისის როგორც პატრონისთვის მოსაძებნად, ასევე სერვისის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად პროვაიდერის სახით.

მე მყავს რამდენიმე ცხოველი და თუ მოვითხოვ სერვისს ერთი შინაური ცხოველისთვის, შემიძლია თუ არა მისი შეცვლა სხვა შინაური ცხოველის სერვისით?

არა, ჩვენი რეკომენდაციაა, რომ გააუქმოთ პირველი მოთხოვნა და შექმნათ ახალი მოთხოვნა სხვა ცხოველისთვის. ამის მიზეზი არის ის, რომ აპლიკაცია ითვალისწინებს ცხოველების ფიზიკურ და სამედიცინო მოთხოვნილებებს და ერთისთვის მიწოდებული სერვისი მეორეს სახელით იმავე ჯავშანის გამოყენებით იმოქმედებს ჩანაწერებზე და სერვისის ისტორიაზე, რაც გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება საზიანო იყოს იმისთვის, თუ რა მომსახურება იქნება მომვალში შეთავაზებული.

შემიძლია თუ არა პლატფორმის გამოყენება საქართველოს ფარგლებს გარეთ სერვისებით სარგებლობისთვის, თუ ჩემი გამოწერა ძალაშია? აპი კვლავ იმუშავებს, თუ რაიმე დამატებითი პარამეტრი უნდა შევიტანო?

აპლიკაცია ხელმისაწვდომი იქნება ქლაუდში, რათა შეძლოთ წვდომა მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან, თუ ქვეყნის (ქვეყნის, სადაც თქვენ მოგზაურობთ) ადგილობრივი კანონები არ ზღუდავს ამ აპების გამოყენებას.

არსებობს თუ არა ფასდაკლება, თუ მსურს დავარეგისტრირო რამდენიმე ცხოველი, მაგალითად საზოგადოებაში ან მომსახურების უფრო ხანგრძლივი პერიოდისთვის, მაგალითად ერთი წლით ან მეტით?

მიუხედავად იმისა, რომ აპლიკაცია შექმნილია საცალო მოხმარებისთვის, ჩვენ გვაქვს კარგი ვარიანტები კორპორატიული ან მასშტაბური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად და ჩვენ გირჩევთ, რომ შემდგომ განიხილოთ ჩვენთან. დაუკავშირდით support@itsapaw.com.

ჩვენ, როგორც პროვაიდერს ან მფლობელს, შეგვიძლია თუ არა გახსნილი გვქონდეს რამდენიმე სერვისი ან მოთხოვნა ერთდროულად?

დიახ, თითოეულ სერვისის მოთხოვნას აქვს უნიკალური ID. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ რამდენიმე მოთხოვნა ერთდროულად, როგორც პატრონმა და დააკმაყოფილოთ რამდენიმე მოთხოვნა ერთდროულად, როგორც პროვაიდერმა.

არის თუ არა აპი ხელმისაწვდომი მთელ მსოფლიოში და მივიღებ თუ არა რაიმე სარგებელს, თუ ვინმეს გავუწევ რეკომენდაციას დარეგისტრირდეს აპლიკაციაში?

ახლა, აპი ამოქმედდა მხოლოდ საქართველოს ფარგლებში სერვისების მიწოდებისთვის, მაგრამ აპლიკაციის წვდომა გლობალურია. თუ ჩვენ გავუშვებთ აპლიკაციას უფრო მეტ ქვეყანაში, ამის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება საიტზე. რეფერალებისთვის, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ მისამართზე support@itsapaw.com

If any of your questions are not covered in the FAQ or you have any specific concern, please write to us at – info@itsapaw.com